პერესი ადამ უორტონს „რეალში“ ხედავს

CaughtOffside-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ ადამ უორტონთან დაკავშირებით აწ უკვე გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მაგრამ ფლორენტინო პერესი მუშაობას განაგრძობს.

„კრისტალ პალასის“ ახალგაზრდა ლიდერის მიმართ მადრიდული გრანდის ინტერესი ძალიან დიდია. სამეფო კლუბში თვლიან, რომ ამ ნახევარმცველს ეპოქის შექმნა შეუძლია და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

მომდევნო ზაფხულს ადამი „ბლანკოსის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება, ვინაიდან გუნდი კონკურენციასაც გრძნობს.

არსებული ინფორმაციით, ნახევარმცველის დამატებით „არსენალი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“ არიან დაინტერესებული. დროის გასვლასთან ერთად კი დაინტერესებული გუნდების რაოდენობაც გაიზრდება.

CaughtOffside-ს ცნობით, „კრისტალ პალასი“ არარეალურ თანხებს ითხოვს, მაგრამ თუ პერესს ტრანსფერის დახურვა სურს, 80 მილიონის გადახდა მაინც მოუწევს.

  • Madridista
  • 3 სექტემბერი 2025
  • 484
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (32)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)