ალონსო:„ის მსოფლიოში ყველაზე არაპროგნოზირებადი მწვრთნელია“
ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის ყველაზე რთული ტურნირი იყო, მაგრამ ახალი ფორმატის ფარგლებში ამოცანები კიდევ უფრო გართულდა.“
„თუ ადრე ჯგუფურ ეტაპზე 10-12 ქულა სავსებით საკმარისი იყო, ახლა ყველა მატჩის მოგებისთვის უნდა იბრძოლო.“
„გვარდიოლასთან დაპირისპირება და პეპის კომენტარი? მე მას უდიდეს პატივს ვცემ და მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ყველაზე არაპროგნოზირებადი მწვრთნელია. მას ახასიათებს პერფექციონიზმი, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით ხშირად ცვლის გადაწყვეტილებებს და შესაძლოა კონკრეტული ფეხბურთელისგან სრულიად მოულოდნელი შედეგი მიიღოს.“
„ყველა ვარიანტში ბოლომდე დავიხარჯებით. „რეალის“ მიზანი ჯგუფში პირველი პოზიციის დაკავება იქნება. საკმაოდ რთული მეტოქეები გვყავს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.“
- გუშინ, 12:21
- 1 575
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.