კარვახალი:„თუ ეს მოხდება, მზად ვარ კარიერა დავასრულო“
დანიელ კარვახალმა ესპანეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
„ეროვნული ნაკრები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მივიჩნევ, რომ ჯერ მაქვს ძალა იმისა, რომ გუნდს დავეხმარო.“
„სანაკრებო კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მივიჩნევ, რომ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზეც შემეძლება ძალების მოსინჯვა, თუმცა ეს ჯერ შორი პერსპექტივაა.“
„მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მოგებაზე ვოცნებობ. ასევე ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგის მეშვიდედ მოგებაზე.“
„დავასრულებ თუ არა კარიერას ეს რომ მოხდეს? სიმართლე გითხრათ კი, ვინაიდან ეს იქნება იდეალური სცენარი.“
„კარიერის დასრულებაზე ვიფიქრებ არა იმიტომ, რომ ფეხბურთი არ მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება და მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი ოცნებაა და ამას მკვეთრ გადაწყვეტილებასაც შევწირავდი.
„„ფურია როხას“ რიგებში არაერთი საინტერესო ახალგაზრდა თამაშობს, მივიჩნევ, რომ ახალი ეპოქა დგება და ძალიან დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.“
„როდრი „რეალში“? მას სიამოვნებით ვიხილავდი სანტიაგო ბერნაბეუზე, ვინაიდან ძალიან ძლიერია, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი სურვილია.“
„ტრენტთან კონკურენცია? მე უკვე ასაკში ვარ, თანაც უმძიმესი ტრავმა გადავიტანე. ეს ყველაფერი ამოცანას ართულებს, ინგლისელის სახით „რეალმა“ უდიდესი ფეხბურთელი დაიმატა.“
„დანი სებალიოსის „მარსელში“ გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. მე მივიჩნევ, რომ ესპანელი ნამდვილად დიდი შესაძლებლობების მქონეა. ჩაბი ესაუბრა დანის და აუხსნა, რომ სათამაშო დროს მიიღებს.“
- გუშინ, 12:20
- 1 145
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.