„რეალმა“ სატრანსფერო ფანჯარა 4 ახალწვეულით დახურა!

მაშ ასე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. მადრიდის „რეალში“ 4 ახალი ფეხბურთელი მოვიდა, რომელსაც ასევე დაემატა კანტერანო გონსალო გარსია.

მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ჭორები იბრაჰიმა კონატეს შესახებ, ფრანგი მცველი „ლივერპულში“ დარჩა, „რეალი“ კი მისთვის ბრძოლას მომდევნო ზაფხულს განაახლებს.

არ გამართლდა ჭორები, რომელიც როდრიგო გოეშს ეხებოდა. ბრაზილიელი მადრიდში დარჩა.

ასევე გუნდში რჩება დანი სებალიოსიც, რომელმაც ლა ლიგის მე-2 ტურის დაპირისპირებას „Last Dance“ უწოდა, თუმცა „მარსელთან“ მოლაპარაკებები ჩავარდა.

გუნდში რჩება ტრავმირებული ფერლან მენდიც, რომელიც ფლორენტინო პერესმა ვერ გაყიდა.

  • Madridista
  • 1 სექტემბერი 2025
  • 1 285
  • 3

1

Monday და 11:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 311

მენდის და ალაბას გაშვება კარგი იქნებოდა, მაგრამ მთლად კატასტროფაც არ არის. კლუბს აქვს შესაბამისი ფინანსები, ერთი წელი გადაუხადონ ხელფასები და შემდეგ წელს წავლენ. მით უმეტეს, წინა სეზონის ტრავმებიდან გამომდინარე, ჯობია სკამზე იყვნენ, ვინ იცის რა ხდება. ნახევარდაცვაში კარგი იქნებოდა ვინმეს დამატება, მაგრამ რას ვიზავთ, რაც არის, ეგ არის. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი შიშები არ გამართლდება და ძლიერ გუნდებთან არ დავიჩაგრებით ნახევარდაცვაში, რადგან ისეთი სტილის ფეხბურთელი არ გვყავს, რომელიც გვჭირდება.



2

Monday და 12:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 358

მაინც აჩუქა ქულა მსაჯმა კაწალონიას მარა მაინც კაია შიგ iniesta8 ში


3

Monday და 14:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 248

დაცვა მართლაც საგრძნობლად გაძლიერდა, სამივე მაგარი ტრანსფერი გაიჩარხა, რაც შეეხება მასტანტუონოს ჯერ-ჯერობით ვერაფერი დასამახსოვრებელი ვერ გააკეთა განვლილ სამ ტურში. ასე თუ გაგრძელდა ალონსო ალბათ ისევ როდრიგოს დააბრუნებს მარჯვნივ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (15)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)