დღის გეგმა ცნობილია!
ჩაბი ალონსოს დღის გეგმა ჩამოყალიბებული აქვს. „მერენგები“ ერთდღიანი პაუზის შემდეგ ვარჯიშს უბრუნდებიან.
ნაკრებებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა გეზი თავიანთი ქვეყნებისკენ აიღეს, გუნდში დარჩენილები კი ვარჯიშს დღეს ანახლებენ.
ალონსომ სესია ესპანური დროით 11:00 საათზე ჩანიშნა.
აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში არიან ტრენტ ალექსანდერ არნოლდი, ვინისიუსი, როდრიგო გოეში და ედერ მილიტაო.
ბაზაზე ასევე გამოცხადდებიან ჯუდ ბელინგემი, კამავინგა, ფერლან მენდი და ენდრიკი, რომლებიც აღდგენითი პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან.
- 1 სექტემბერი 2025
- 228
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.