ალონსო:„სტარტი კარგია, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“

ჩაბი ალონსომ „მალიორკას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„„რეალი“ მთელი მატჩის განმავლობაში სრული დომინაცია ჰქონდა და მივიჩნევ, რომ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვებას ვიმსახურებდით, თუმცა კმაყოფილები უნდა ვიყოთ. სტარტი კარგია, ჩვენ 9 ქულა გვაქვს აქტივში.“

„არდა გიულერის არჩათვლილი გოლი? სიმართლე გითხრათ, აქ აზრთა სხვადასხვაობაა. მსაჯს ჰქონდა საკუთარი პოზიცია და ინტერპრეტაცია, გადაწყვეტილების მიმღები კი სწორედ ის არის.“

„ვინისიუსმა და როდრიგომ კარგად ითამაშებს. ვინის ტემპის მომატების პრობლემა არ ჰქონია, გოეშმა კი დანიელ კარვახალთან ერთად მატჩს ახალი დინამიკა და შესაძლებლობები შესძინა.“

„როგორც უკვე აღვნიშნე, სტარტი კარგია, მაგრამ კიდევ ბევრი კომპონენტი გვაქვს დასახვეწი.“

„ახლა სანაკრებო პაუზის დროა. რამდენიმე ფეხბურთელი მადრიდში რჩება, მათთან სერიოზულ მუშაობას ვაპირებ, დანარჩენს კი 10 სექტემბრის შემდეგ ვიხილავთ.“

„მბაპეს მშრალი მატჩი? მან ხომ გაიტანა?! საპრეტენზიო არაფერია. კილიანი კვლავ ყველაზე სახიფათო იყო.“

„დინ ჰაუსენი არამხოლოდ მე, არამედ სრულიად მადრიდს აოცებს. არ ვიცი, სად გადის ამ ფეხბურთელის შესაძლებლობების ზღვარი. ის ყველგან საუკეთესოა, სადაც ბურთს მიიღებს.“

„არ მიკვირს, რომ ალვარო კარერასს ადაპტაცია არ უჭირს, ის მადრიდისტაა და „რეალს“ კარგად იცნობს. მიხარია, რომ დაცვის მარცხენა ფლანგზე ასეთი დონის მცველი გვყავს.“

„VAR სისტემასთან დაკავშირებით კითხვები აშკარაა და ვფიქრობ, ტექნოლოგიის სწორად გამოყენებაა საჭირო.“

„სექტემბერში ჩემპიონთა ლიგაც შემოდის, რაც ჩვენი მხრიდან მეტ მზაობას მოითხოვს.“

„ფრან გარსიამ იცის, რომ თამაშის საშუალება ხშირად მიეცემა. ტურნირები საკმაოდ დიდ ენერგიას მოითხოვს და დროს ყველა მიიღებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (15)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)