ვინის აგენტი „რეალის“ გენ.დირექტორს კიდევ ერთხელ შეხვდა
მადრიდის „რეალის“ გენერალურ დირექტორსა და ვინისიუს ჟუნიორის აგენტს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგა.
ეს იყო მესამე შეხვედრა ბოლო 2 კვირაში. ეჭვი არავის ეპარება, რომ შეხვედრების მიზანს ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს.
ჯერ-ჯერობით სხვა ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბოლო მონაცემებით, „რეალის“ პოზიცია სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით უცნობია, ვინისიუსმა კი საბოლოო პასუხი მოკლე ვადაში უნდა თქვას.
თუ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ, კავშირი 2026 წლის გაზაფხულზე განახლდება, ხოლო თუ შეთანხმება იქაც ვერ შედგება, ბრაზილიელ ფეხბურთელს აბარგება მოუწევს.
- 28 აგვისტო 2025
- 1 144
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.