სამეფო კლუბი „მალიორკასთვის“ მზადებას აგრძელებს
სამეფო კლუბის ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართეს.
გუნდი „მალიორკასთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას განაგრძობს.
ჩაბი ალონსომ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო პრესინგს, სტანდარტებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და კარში დარტყმებს.
ტრავმირებული მოთამაშეები აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
ედუარდო კამავინგა ინდივიდუალური პროგრამით მწვანე მინდორზე ვარჯიშობს, ის არც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ამ პერიოდს მთლიანად აღდგენით პროცესს დაუთმობს.
შეკრებაზე ალონსომ 4 კანტერანოც იხმო.
ხვალ „მერენგები“ დასკვნით შეკრებას გამართავენ, „მალიორკას“ კი 30 აგვისტოს შეხვდებიან.
- 28 აგვისტო 2025
- 219
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.