ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დღეს გაიმართება!
დღეს, 20:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართება.
მადრიდის „რეალი“ ტრადიციულად პირველ კალათაშია, სადაც „მერენგებთან“ ერთად ტოპ გუნდები არიან.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთს ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „რეალი“, „ბარსელონა“, „ატლეტიკო“, „ბილბაო“ და „ვილიარეალი“ წარადგენენ.
ტურნირის ფორმატი უცვლელია. პირველი 8 გუნდი 1/8 ფინალში პირდაპირ გადავა, მე-9 პოზიციიდან 24-ე პოზიციის ჩათვლით გასული გუნდები Play off-ს ითამაშებენ, დანარჩენები კი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე დაემშვიდობებიან.
სამეფო კლუბი 4 დაპირისპირებას ბერნაბეუზე გამართავს და ასევე 4 დაპირისპირებას გასვლაზე.
- 28 აგვისტო 2025
- 760
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.