კალაფატი უორტონის აგენტს შეხვდება
ესპანური გამოცემების ცნობით, ხუნი კალაფატი ადამ უორტონის ტრანსფერზე მუშაობს.
მომდევნო 2 დღეში მადრიდის „რეალის“ წარმომადგენელი ინგლისში ვიზიტს და ადამ უორტონის აგენტთან შეხვედრას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, სამეფო კლუბი მზად არის, 21 წლის ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ადამი საკმაოდ კრეატიული და ჭკვიანი ნახევარმცველია, რომელიც შუა რგოლში არაერთი პოზიციის მორგება შეუძლია, სწორედ ამიტომ, მან ჩაბი ალონსოს ყურადღება მიიქცია.
„მარკას“ ინფორმაციით, დანი სებალიოსის „მარსელთან“ მოლაპარაკებების ფონზე, „რეალი“ ნახევარმცველის დამატებაზე კიდევ უფრო მეტს მუშაობს.
- 26 აგვისტო 2025
- 743
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.