პეპე:"გუნდური თამაშია საჭირო"
დღეს მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა პეპემ განაცხადა, რომ გუნდური თამაშია საჭირო.
პეპე:"გუნდი ნორმალურ ფორმაშია, მაგრამ ძირითადად ჩვენ თამაშებს ინდივიდუალობის ხარჯზე ვიგებთ. "სამეფო" კლუბი ჯერ კიდევ პროგრესირებს და იმედია, რომ გულშემატკივრები სულ მალე იმ "რეალს" იხილავენ, რომელიც მათ ახსოვს".
"ჟოზე მოურინიო შესანიშნავი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანია. ის ფეხბურთელების მეგობარია და საუკეთესო წინამძღოლიც. მას შეუძლია ნებისმიერი ტიტულის მოგება, თუმცა ამაში ხელი ფეხბურთელებმაც უნდა შეუწყონ. მე მჯერა, რომ "ბლანკოსი" მოუსთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევს".
"ლამაზი ფეხბურთის საჩვენებლად, საჭიროა ორგანიზებულად თამაში და რაც მთავარია გუნდური გამარჯვებები". - ამ სიტყვებით დაასრულა პეპემ საუბარი.
ინფორმაციის წყარო: sportingo.com
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze
- 1 ოქტომბერი 2010
- 2 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.