ჩუამენი:„ვფიქრობ, ძალიან კარგ ფორმაში ვარ“

ორელიან ჩუამენიმ „რეალ ოვიედოსთან“ დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გუნდი გაუმჯობესებას აგრძელებს. პირველ ტურებში გამარჯვების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა დრო ჩვენზე მუშაობს და ვცდილობთ საუკეთესო კონდიციაში შესვლას. ძალიან ბევრ დავალებას ვასრულებთ და ეჭვი არ გვეპარება, რომ სექტემბერში კიდევ უფრო გააზრებული ფეხბურთის ჩვენებას შევძლებთ.“

„ჩაბის ძალიან უყვარს ბურთის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება და შეტევების წამოწყება. ვფიქრობ, ძალიან კარგ ფორმაში ვარ, როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური კუთხით. ორთაბრძოლებში ვერთვები და გუნდისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებ.“

„ბურთთან ურთიერთობა ცალკე კომპონენტია, რომელსაც ალონსო ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ტექნიკური და ტაქტიკური მონახაზები ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება.“

„ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მაქსიმუმი, გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია. მთავარი ის არის, რომ წინსვლა განვაგრძოთ და პრე-სეზონზე დაკლებული დრო ახლა ავინაზღაუროთ.“

„მომდევნო კვირაში „მალიორკას“ ვუპირისპირდებით. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი გველის, ამიტომ კარგად უნდა მოვემზადოთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (26)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)