კილიანის კარგი სტარტი
ლა ლიგის გასული სეზონის „პიჩიჩი“ კილიან მბაპე, არც ახალ სეზონში აპირებს საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დათმობას.
ფრანგი ფეხბურთელი ლა ლიგის საწყის 2 ტურში უკვე 3 გატანილი გოლით იწონებს თავს და ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.
ფაქტია, რომ ჩაბი ალონსოს ხელში კილიანი უფრო მრავალმხრივი გახდა, ვინაიდან ბასკმა სპეციალისტმა მას მეტი თავისუფლება მისცა.
მბაპე ტიპიური ცენტრ-ფორვარდი არ არის. ის უტევს ფლანგებიდანაც, გარკვეულ შემთხვევაში იწყებს შეტევებს და ასე შემდეგ.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „10“-იანი ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციაშია და წონის კომპონენტშიც იდეალური პარამეტრების დაჭერა შეძლო.
- 25 აგვისტო 2025
- 921
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.