ჩაბი ალონსო:„ვინისიუსი სათადარიგო სკამზე ამ მიზეზით იჯდა“

ჩაბი ალონსომ „რეალ ოვიედოსთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. არსებობს კომპონენტები, რომელზეც სამუშაო გვაქვს, მაგრამ ბევრი მიმართულებით წინსვლას ვაფიქსირებთ, რაც პირველ რიგში ბევრ მოძრაობასა და პრესინგს გულისხმობს. მეტოქეს არასდროს ვაძლევთ ბურთის ფლობის და შეტევების განვითარების საშუალებას.“

„ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია. სასტარტოსთვის თერთმეტეულს ვარჩევ. რატომ დავსვი ვინი სკამზე? იმიტომ, რომ როდრიგო ამ პოზიციაზე მომესინჯა, სხვა მიზეზი არ არსებობს. ვინი თამაშში შესანიშნავად ჩაერთო და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ კილიან მბაპემ 4 კილოგრამი მოიმატა, ის გეგმაზომიერად ვარჯიშობს. დანაკლისი, რომელიც მას ვირუსის გამო ჰქონდა, დიდი ხანია აღმოიფხვრა. კილიანი შესანიშნავად მუშაობს, რაც შედეგებშიც აისახება.“

„როდრიგო უნივერსალია, მას შეუძლია, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ თამაში, ასევე არაერთხელ გვინახავს, როგორი ეფექტურია ცენტრში. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელსაც საკმაოდ დიდი საფეხბურთო ინტელექტი აქვს.“

„მასტანტუონო არის მადრიდის „რეალის“ აწმყო და მომავალი. ღიად ვამბობ, რომ არგენტინელს ხშირად მივცემ სათამაშო დროს, ის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია.“

„რუდიგერი 100%-ით მზად არის, მან ბევრი იშრომა. გერმანელ ფეხბურთელს არნახული სისწრაფე და ფიზიკური ძალა აქვს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„კარვახალი ძალიან მაღალი დონის ვარსკვლავია. დანიმ ყველას აჩვენა, რომ შესანიშნავ ფორმაშია და არც დინამიკის პრობლემა აქვს. ჩემთვის დიდი ფუფუნება იქნება დაცვის მარჯვენა ფლანგზე ესპანელის და ტრენტ ალექსანდერ არნოლდის ყოლა.“


1

25 აგვისტო 2025 15:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 239

ფაქტიურად თითო პოზიციაზე ორ-ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი ფეხბურთელი გვყვავს. ჯუდი რომ დაბრუნდება ცენტრიც დაბალანსდება და შეიკვრება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (26)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)