ბოლო კვირა - „რეალს“ ტრანსფერებიდან 150 მილიონის მიღება შეუძლია!

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირა მადრიდის „რეალში“ შესაძლოა მართლაც ძალიან საინტერესოდ წარიმართოს.

საქმე იმაშია, რომ მადრიდის „რეალს“ რამდენიმე წინადადება აქვს განსახილველი, რომელიც საკმაოდ სოლიდურია.

პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს როდრიგო გოეშზე, რომლის სანაცვლოდაც „სიტი“ 100-იდან 105 მილიონ ევრომდე გადაიხდის.

გარდა ამისა, რამდენიმე წინადადებას განიხილავს დანი სებალიოსი, „რეალს“ კი მის სანაცვლოდ 15-20 მილიონის მიღება აქვს განზრახული.

ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ „ტოტენჰემი“ ნიკო ფასის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს იხდის, თუ „კომოსთან“ შეთანხმება შედგება, „რეალს“ დამატებით 35 მილიონი ევროს მიღების შესაძლებლოა ექნება, ვინაიდან სატრანსფერო უფლებების 50%-ს ფლობს.

არაერთი ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, რომ 25-31 აგვისტოს შუალედში ბევრი სიახლის შესახებ გახდება ცნობილი.


1

23 აგვისტო 2025 13:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 193

როდრიგო თუ გავყიდეთ და შემტევი არ მოიყვანა პერესმა მართლა გასაშვებია პერესი აშკარად დაბერდა და ეგაა, ერთმა ხოსელუმ რომელიც საშუალო დონის თავმდამსხმელადაც არ ითვლებოდა როგორ დაგვეხმარა ზამენიდან და რაც გავუშვით წინა წელს რამდენჯერ დაგვჭირდა და არავინ გვყავდა მეორე სართულზე, წელსაც იგივე სურათია და რაგახდა ერთი ფორვარდის მოყვანა, ან ამ მბაპეს რატო აბრალებს ფორვარდობას არაა ტიპი აშკარად ფორვარდი. ნუ მოკლედ რაა… დაცვის გარდა ისევ პრობლემებია გუნდში აშკარად, ისევ ბელინგწმი ავწიოთ ცრუ 9იანზე სჯობს , მარცხნიდან როდრიგო მარჯვნიდან მბაპე . უკან ნახ მცველი მოსაყვანი როა გახუნებული ბაზარია უკვე


2

23 აგვისტო 2025 15:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 178

არაა ეს ნახევარმცველი ბაზარზე რომელიც რეალს სჭირდება და ჰა, ვინ ვიყიდოთ აბა? პედრის, ბარელას და როდრის არავინ უშვებს და გყავს კანდიდატი? 


3

23 აგვისტო 2025 18:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 178

პედრიც და როდრიც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან და ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო. 

ზუსტად პედრის, ბარელას, ვიტინიას ტიპის და კლასის ფეხბურთელი რომ არ გვყავს ცენტრში და ჩუამენი კამავინგას კარგი თამაშის იმედზე ვართ, იმიტომ გვი.ხმარა არსენალმაც და პსჟ-მაც ბარაასთან ერთად და ამ სეზონშიც იგივე კოხდება თუ ჩაბიმ რამე არ მოიფიქრა. შემოქმედი ნახევარმცველუ რომ არ გვყავს და ბურთს აგორავებენ წინ და უკან უაზროდ, ვერ ამჩნევ? ყველა დიდი გუნდი რომ ბურთს გვიჭერს და პირველ ნომრად გვეთამაშება, თვალში არ გხვდება? სასწრაფოდაა საშოვნელი ვინმე ინტელექტული, შემოქმედი ნახევარმცველი


4

23 აგვისტო 2025 18:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 111
23 აგვისტო 2025 17:00, ZIDANE5 says:
23 აგვისტო 2025 15:49, Luca_Modric says:

არაა ეს ნახევარმცველი ბაზარზე რომელიც რეალს სჭირდება და ჰა, ვინ ვიყიდოთ აბა? პედრის, ბარელას და როდრის არავინ უშვებს და გყავს კანდიდატი? 

პედრი და როდრი რა ჩემ იამალად გვინდა?

აბა ჩუამენი, ვალვერდე, კამავინგა კი გვყავს და რატომ არ მიდის საქმე წინ?


5

23 აგვისტო 2025 23:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 178

ჩუამენის იმედზე მტერი იყოს, ეგ მეტ დონეს ვეღარ დადებს, 26 წლის კაზემირო ბრდღვნიდა ყველაფერს. უმუღამო ტიპია, ხასიათი არ აქვს რეალში სათამაშოდ. 

კამავინგა სულ დალეწილია, ვალვერდეს ბურთის დასაჭერად და ტემპის გასაკონტროლებლად ვერ გამოიყენებ, ფანტაზია და IQ არ ეყოფა, მანდ სხვა უნარებია საჭირო, პედრი, ვიტინია, კროოსი, მოდრიჩის ინტელექტის ვინმე გვჭირსება რომელიც ბაზარზე არაა სამწუხაროდ. ნახევარდაცვის გამოსწორებამდე ლიგას ვერ მოვიგებთ. 


6

24 აგვისტო 2025 21:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 619

მდააა.....თუ როდრიგო გოეში სიტიში წავა,მაშინ აქეთ როდრი გამოუშვან.მერე მართლაც დაბალანსებული იქნება უკვე გუნდი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (154)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)