სტილერი მანჩესტერ „იუნაიტედს“ დაუკავშირეს, „რეალს“ ეს ვარიანტიც ხელიდან ეცლება
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ანჯელო სტილერს მანჩესტერ „იუნაიტედი“ დაუკავშირდა და კონკრეტული წინადადებით მიმართა.
„წითლებს“ ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატება სურთ და სტილერი ერთ-ერთ კარგ ვარიანტად მიაჩნიათ, თანაც მოთამაშემ დაზიანება მოიშუშა და ფორმაში ეტაპობრივად შედის.
გამოდის, რომ „რეალს“ ანჯელოს ვარიანტიც აღარ აქვს. თავის დროზე, ფლორენტინო პერესი „შტუტგარტის“ ლიდერთად დაკავშირებით სერიოზულად მუშაობდა, თუმცა შემდეგ გეგმები შეიცვალა.
ესპანელები იუწყებიან, რომ „რეალი“ ნახევარმცველზე მაინც იზრუნებს, ვინაიდან ეს ჩაბი ალონსოს მოთხოვნაა.
გარდა სტილერისა, სამეფო კლუბის რადარზე უორტონი და სხვა მოთამაშეები არიან.
- გუშინ, 13:15
- 485
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.