ვასკესი გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში მიიღებს
ლუკას ვასკესი ჯერ კიდევ უკლუბოდ არის. ესპანელ ფეხბურთელს რამდენიმე შეთავაზება აქვს, მაგრამ საბოლოო პასუხი არ არსებობს.
არსებული ინფორმაციით, ვასკესს ეპატიჟებიან იტალიის ჩემპიონატიდან, ყატარიდან, საუდის არაბეთის და თურქეთიდან. ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე საკმაოდ აქტიურობს, საქმე ეხება „ბეშიქთაშს“, რომელიც გამოცდილ ფეხბურთელს 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
გამომდინარე იქედან, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაზე ნაკლებია დარჩენილი, ვასკესს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მართებს.
ესპანური გამოცემების ცმობით, მომდევნო კვირაში „რეალის“ ექს ფეხბურთელი გადაწყვეტილებას მიიღებს.
- 21 აგვისტო 2025
- 948
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.