მასტანტუონოსთან დაკავშირებით პრობლემები დაიწყო!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ „უეფას“ მითითებას ელოდება.

საქმე ეხება ახალწვეულ ფრანკო მასტანტუონოს, რომლის პრეზენტაცია სამეფო კლუბში სულ რაღაც ერთი კვირის წინ მოხდა.

ფრანკო „რეალმა“ „კასტილიაში“ დაარეგისტრირა, რამაც არაერთი გუნდის  საჩივრის საფუძველი შექმნა.

იგივე აზრზეა ლა ლიგის ხელმძღვანელობა და კონკრეტულად ხავიერ ტებასი, რომლის აზრითაც, მასტანტუონო კანტერანოების რიგებში ერთ თამაშსაც არ ჩაატარებს და ეს მხოლოდ „ბლანკოსის“ შენიღბული ქმედებაა.

ახლა საქმე იმაშია, რომ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე ფეხბურთელების რეგისტრაციას იწყებს, სიაში კი მასტანტუონოც ჰყავს.

რეგლამენტის ერთ-ერთი თავის მიხედვით, „ბლანკოსს“ შეუძლია კანტერანოების ლიგაზე დარეგისტრირება, მაგრამ ამ ფეხბურთელებს მინიმუმ 2 სეზონი უნდა ჰქონდეთ ასაკობრივ ჯგუფში გატარებული, ფრანკოს შემთხვევაში კი ასე არ არის.

თუ „მერენგები“ სიტუაციას ვერ დაასტაბილურებენ, მასტანტუონო მთავარ გუნდში დარეგისტრირება და სათამაშო ნომერსაც ავტომატურად შეიცვლის, ვინაიდან ლა ლიგაში 1-იდან 25 ნომრის ჩათვლით წესი მოქმედებს.


1

21 აგვისტო 2025 16:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 13

არაფერი საპრობლემო არაა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაიყიდება ვინმე და გადმოსვამენ აქეთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (26)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)