ვინისიუსთან შეთანხმება ვერ შედგა!
ესპანური გამოცემების ცნობით, ვინისიუს ჟუნიორთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.
„რეალის“ ხელმძღვანელობამ და ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლობამ მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპი ზამთრისთვის გადადო.
თუ 2026 წლის ზაფხულში ვინის „ბლანკოსთან“ ახალი კონტრაქტი გაფორმებული არ ექნება, „ბლანკოსი“ მისი გაყიდვის პროცედურებს დაიწყებს.
მთავარი კომპონენტი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, ხელფასია. ვინი გაცილებით მეტს ითხოვს, „მერენგები“ კი პირველ ეტაპზე მხოლოდ 3.5 მილიონიანი დანამატით შემოიფარგლებიან.
- 21 აგვისტო 2025
- 2 668
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.