როდრიგოს მომავალი კვლავ ბუნდოვანია
ესპანური გამოცემების ცნობით, როდრიგო გოეშის მომავალი კვლავ ბუნდოვანია.
ბრაზილიელ ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა მანჩესტერ „სიტი“ საქმეში სერიოზულად არის ჩართული.
გოეში პეპ გვარდიოლას ფავორიტია. „ქალაქელები“ მზად არიან, მოთამეს გაუმჯობესებული ხელფასიც შესთავაზონ, სამეფო კლუბთან მოლაპარაკებები კი 100 მილიონ ევროზე მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, აგვისტოს ბოლო დღეები როდრიგოს ცხოვრებაში საკმაოდ „ცხელი“ იქნება.
- 21 აგვისტო 2025
- 232
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.