როდრიგო ალონსოსთან შეხვედრას გეგმავს
როდრიგო გოეში ჩაბი ალონსოსთან შეხვედრას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ეს იქნება გადამწყვეტი კონსულტაცია.
თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი მიხვდება, რომ ესპანელი სპეციალისტი მასზე იმედებს არ ამყარებს, „სიტის“ წინადადებას მიიღებს და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.
„მარკას“ ინფორმაციით, როდრიგოს მაინც აქვს ბერნაბეუზე დარჩენის იმედი, თუმცა მოცემულობა სულ სხვა გარემოებას გვიჩვენებს.
ამ ეტაპისთვის ალონსოს ფავორიტები მასტანტუონო და ბრაჰიმ დიასი არიან, ჯუდ ბელინგემის დაბრუნების შემდეგ კი კოლექტივში არსებული კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
- 21 აგვისტო 2025
- 795
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.