კარვახალი:„კაპიტნობა არის ჯილდო მრავალწლიანი კარიერისთვის“
დანიელ კარვახალმა „ოსასუნასთან“ შეხვედრა შეაფასა.
„მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვეთ, კმაყოფილები ვართ და მივიჩნევთ, რომ წინსვლა შეგვიძლია. გუნდს აქვს გააზრებული იდეა, რომელსაც მიყვება, მთავარი კი ეს არის. მიხარია, რომ თითქმის 1 წლიანი პაუზის შემდეგ ბერნაბეუზე ვითამაშე, ეს ჩემთვის ემოციური დაბრუნება იყო.“
„დიდ მადლობას ვუხდი ქომაგებს, მათი მხრიდან ტრადიციული სიყვარული ვიგრძენი. როდესაც 318 დღიანი პაუზა გაქვს და სახლში ბრუნდები, ემოციებს საზღვარი არ აქვს.“
„პირად დონეზე თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩაბიმაც გითხრათ, რომ კარგი დინამიკა მაქვს, მკურნალობის პროცესი უკან მორჩა, ახლა კი გამოწვევების მიღების დროა.“
„იმ გემის კაპიტანი ვარ, რომელსაც მადრიდის „რეალი“ ჰქვია. ეს არის ჯილდო მრავალწლიანი კარიერისთვის. ამ გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, კაპიტნობა კი დიდი პრივილეგიაა.“
- 20 აგვისტო 2025
- 432
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.