მბაპე:„მისმა თამაშმა გამაოცა, საოცარი ფეხბურთელი გვყავს“
კილიან მბაპემ „ოსასუნასთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მართალია პენალტის საშუალებით მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ არაერთი მომენტი შევქმენით და აქტივში 3 ქულის ჩაწერა ნამდვილად დავიმსახურეთ.“
„დრიბლინგები? მაქსიმალურად ვცდილობდი სივრცეების პოვნას და სიტუაციის გამწვავებას, ეს არის და ეს.“
„ჩაბი ალონსოს ცალსახა დავალება ბურთის ტოტალური კონტროლი და პრესინგი იყო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, მეტოქეს ნახევარზე გვეთამაშა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად „ოსასუნას“ ბარიერი მაინც დავძლიეთ და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო.“
„მასტანტუონო? მან გამაოცა, საოცარი ფეხბურთელი გვყავს. ფრანკომ ვარჯიშებზე დინამიკა აჩვენა და ბერნაბეუზეც უშიშრად ითამაშა. ეს მისი პირველი წუთები იყო, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს მიაღწევს.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც სიცხის მიუხედავად, მხარდაჭერა გამოგვიცხადეს.“
„9 ნომერი ვიყავი, ახლა კი ლუკიტას „10“-იანი ჩავიბარე. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.“
- 20 აგვისტო 2025
- 7 339
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.