კარერასის დებიუტი ბერნაბეუზე
ალვარო კარერასმა მადრიდის „რეალში“ დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
მოგეხსენებათ, კანტერანო მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა, „რეალს“ კი ივლისში შეუერთდა.
ალვაროსთვის „ოსასუნასთან“ დაპირისპირება პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ.
ქომაგებმა კანტერანო დიდი ოვაციებით მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ განაპირა მცველმა საკუთარ მაისურზე ყველა თანაგუნდელზე მოაწერინა ხელი და განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის ეკიპირებას სამუდამოდ შეინახავს.
- 20 აგვისტო 2025
- 389
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.