ალონსო:„პრესინგში დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ვმუშაობთ“

ჩაბი ალონსომ „ოსასუნასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„მატჩი მრავალფეროვანი იყო. დავინახე კომპონენტები, რომელიც უკვე დახვეწილია და კომპონენტები, რომელზეც სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.“

„ჩვენ ძალიან სწრაფად ვიბრუნებდით ბურთს, ამაზე კი ბევრი მაქვს ნამუშევარი. ფეხბურთელები აშკარად ძალიან ბევრს მოძრაობდნენ, ეს კი დინამიკას გვძენდა.“

„პამპლონურმა კლუბმა ღრმა დაცვა შემოგვთავაზა, რამაც ჩვენი ამოცანები გაართულა, თუმცა გამარჯვებამ თავდაჯერება მოგვცა. მუშაობას ვაგრძელებთ და გვჯერა, რომ იდეა, რომელსაც ვანხორციელებთ წარმატებული იქნება.“

„ვულოცავ ახალწვეულებს, მათი დებიუტი ნამდვილად ემოციური იყო. დარწმუნებული ვარ, ყველა მაღალ დონეს აჩვენებს.“

„დინ ჰაუსენმა არნახული კლასი გვიჩვენა, ის დაცვაში უშეცდომო იყო და რამდენჯერმე სიტუაციის გამწვავებაც მოახერხა.“

„გასახდელში ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ყველაფრით კმაყოფილი ვარ, თუმცა გუნდმა წინსვლაზე უნდა იფიქროს, ჩვენ ამაზე გაცილებით მეტი შეგვიძლია.“

„კარერასი ფლანგიდან ხშირად ამწვავებს სიტუაციას, რაც ძალიან მომწონს. ესპანელი კიდევ მოუმატებს, ის კარგად იცნობს მადრიდის „რეალს“ და ბერნაბეუს.“

„მასტანტუონო? არგენტინელმა მატჩში ტემპი შემოიტანა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. ფრანკო ყველგან მოძრაობდა და დინამიური იყო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ არგენტინელს ჯერ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში აქვს ჩატარებული.“

„იმისთვის, რომ არდა გიულერმა მწვერვალები დაიპყროს, აუცილებლად უნდა მიიღოს ბევრი სათამაშო წუთი. თურქი ძალიან კრეატიულია, მან იცის ნახევარდაცვის მართვა, აქვს შესანიშნავი პასი და ხედვა. გიულერსგან ბევრს ველით.“

„არაფერს ნიშნავს ის, რომ როდრიგო გოეში სათადარიგო სკამზე დარჩა. ბრაზილიელი ფეხბურთელი კარგად ვარჯიშობს და სათამაშო დროს მიიღებს.“

„ყოველდღიუად ვხედავ უდიდეს სურვილს წინსვლისკენ, რომელიც კილიან მბაპეს აქვს. ის უკვე 1 წელია მადრიდში ცხოვრობს და მიიჩნევს, რომ მეორე სეზონი გაცილებით ეფექტური იქნება. მას სურს, როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური პასუხისმგებლობის აღება. „10“-იანი ბევრი გოლის გატანას აპირებს.“

„როდესაც გუნდი ორმაგ დაცვას გეთამაშება, შეტევების განვითარება მარტივი არ არის, მაგრამ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით.“

„კარვახალი ძალიან ძლიერია, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად. მისი გუნდში ყოფნა საერთო სიმშვიდისთვისაც მნიშვნელოვანია. „რეალს“ დანის სახით ღირსეული კაპიტანი ჰყავს.“

„დაცვის იდეალური ცენტრი? ჩვენ გვყავს ჰაუსენი, მილიტაო, რუდიგერი, ასენსიო და ალაბა. ამ მხრივ არჩევანი დიდია. ის ითამაშებს, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება.“


1

20 აგვისტო 2025 12:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 227

3 შემტევით თუ ვითამაშეთ მასტანტუონო ალბათ ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს. 

გუნდს რაც მბამპე ლიდერობს გოლებით და შეტევაში მთავარი კრეატივით, ვინი ფაქტიურად განახევრებულია. მაგ ბიჭის საფეხბურთო IQ არასდროს ვიყავი გადარეული, 7 სეზონიდან 4 ში ძაან შემაწუხებელი იყო. იმედია სწორ როლს მოუძებნიან, თუარადა სჯობს მბამპეს მეტი თავისუფლება ფლანგზე და ფორვარდად მებრძოლი გამტანი ვინმე.

ცენტრში 6 იანს ტყუილად არეძებდნენ არარის ქიმიით კავშირში ჩუამენი, ვალვერდე კიდე ძაან წინ წაწეული არვარგა, არარის მაგის სტილი კრეატივი.

დრო გვიჩვენებს სისტემურ სისტემაში ვინ ვერ ჯდება და ალბათ მომავალ სეზონი იქნება ალონსოს საბოლოო შემადგენლობის დაკორექტირების..


2

20 აგვისტო 2025 18:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 436

თუ რამე წარმატებას უნდა მიაღწიოს ესპანეთში, აუცილებლად უნდა ისწავლოს ღრმა დაცვის წინააღმდეგ თამაში. აქ გერმანიასავით არ გაუხსნიან თამაშებს, დიდი განსხვავებაა გუნდების დონეს შორის.


პოზიტივებს რაც შეეხება. პირველი 7 წუთი საერთოდ არ შეხებია ბურთს ოსასუნა. ერთადდერთხელ გამოიტანა მეკარემ ბურთი. 

პრესინგი გაუმჯობესებულია საგრძობლად. ძალიან კარგად დარბის ყველა და განსაკუთრებით მბაპე.

მასტანტუონო და კარერასი კარგი ბიჭები არიან. ტრენტი სანამ არ ისწავლის დაცვაში თამაშს, არ მინდა საერთოდ დავინახო სასტარტოში. კარვახალმა უნდა დაიწყოს ყველა დიდი თამაში და ტრენტი შემოვიდეს დაღლილი მცველების წინააღმდეგ.

არდა სასწაულია. კარგ პაუზებს აკეთებს და ტემპი მიჰყავს მშენივრად. ცოტა რომ დაღვინდება მაგისგან ახალი ლიდერი გამოიკვეთება. 

ჰოისენი ძაან მაგარი შენაძენია. ძალიან ჭკვიანი, კარგად არჩევს პოზიციას, და უმაგრესი პასი და დარტყმა აქვს. თუ მერე არ აურია, ახალი ლეგენდა იქნება.


კი ცოტა წააგავდა შარანდელი სეზონის თამაშებს ვინის და მბაპეს თამაშიდან გამომდინარე მაგრამ არ დავივიწყოთ ეს მხოლოდ პირველი თამაშია. ეს გუნდი თავის სიტყვას უეჭველად იტყვის


3

20 აგვისტო 2025 18:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 227

შარშანდელი რეალი იყო მარაზმი, დაცვიდან გადაკიდებული პასები შემტევებზე და მაგის იმედა ყოფნა არანაირი ტაქტიკა და პრესინგი, ასერომ ანგარიშის გამო არშეიძლება შედარება. 

ეს გუნდი აშკარაა დომინანტურ ფეხბურთს ირჩევს, პრესინგს და კომპაქტურ გადაადგილებებს ცდილობენ. ამისათვის ცენტრზე აგებული პრიორიტეტის მინიჭებაა საჭირო, არდას ცენტრში ყოფნა მაგას ემსახურება რომ ცენტრი ათლეტურზე მეტად მოქნილი და მობილური გახდეს.

ჯუდის დაბრუნების შემდეგ ალბათ მიმდინარე სეზონის საბოლოო ფორმირებას ვიხილავთ.


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (26)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)