ალონსო ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა
ჩაბი ალონსო ტაქტიკის ფორმულირების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული.
არსებული ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი სამწვრთნელო შტაბთან საბოლოოდ შეჯერდა იმ საკითხზე, რომ 3-5-2 სქემა „რეალში“ არ იმუშავებს. ეს ტაქტიკა მხოლოდ რიგ შემთხვევებში იქნება გამოყენებული.
ალონსო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის გუნდისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილება 4-3-3 და 4-4-2 სქემა იქნება, სწორედ ამიტომ, ვარჯიშებზე მეტწილად სწორედ ეს ფორმაცია მუშავდება.
ჩაბის ასევე არ აქვს ფორმირებული ძირითადი შემადგნლობა. კითხვები არსებობს როგორც დაცვის ცენტრში, ასევე ნახევარდაცვაში.
ფეხბურთელები, რომლებიც გარანტირებულად იქნებიან სასტარტო შემადგენლობაში კურტუა, ტრენტი, კარერასი, ჰოისენი, ვალვერდე, ვინისიუსი და მბაპე გახლავთ, დანარჩენებთან დაკავშირებით კი ჯერ-ჯერობით კითხვები არსებობს.
- 19 აგვისტო 2025
- 1 404
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.