ანჩელოტიმ ვინისიუსი ბრაზილიაში არ გამოიძახა - მიზეზი ცნობილია
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტის ვინისიუს ჟუნიორთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა სექტემბრის შეკრებაზე ვინისიუსი არ გამოიძახა.
მიზეზი ის არის, რომ ვინის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, ბრაზილიელთა მეორე მატჩის გამო კი, ანჩელოტი ფეხბურთელს არ იძახებს და დასვენების საშუალებას მისცემს.
სანაკრებო შეკრებაზე მილიტაო და როდრიგო გოეში გაემგზავრებიან, ვინი კი მადრიდში დარჩება და საკლუბო პაუზას დასვენებისთვის და უკეთესი კონდიციისთვის გამოიყენებს.
- 19 აგვისტო 2025
- 3 710
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.