ალონსო:„მე მიყვარს ცოტა დაპირება და ბევრი საქმის კეთება“
ჩაბი ალონსომ „ოსასუნასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„11 წლიანი პაუზის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუზე ვბრუნდები. კარგად მახსოვს ის ბოლო წუთები, რომელიც მადრიდული გრანდის მაისურით გავატარე. „რეალი“ ჩემთვის ყოველთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ამაღელვებელი გრძნობები დამეუფლება.“
„მასტანტუონოს სიტყვები? რატომ გიკვირთ, რომ მისი კუმირი მესია, ლიონელმა ეპოქა შექმნა და არგენტინაში უდიდეს პატივს სცემენ. გასაკვირს აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ.“
„ბრაჰიმ დიასი ძალიან კარგად კომბინირებს და ბურთის დაჭერა შეუძლია. ვფიქრობ, მაროკოელის კარგი თვისებები შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ.“
„პირველი თამაში და გამარჯვება მრავალი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საშინაო კედლებში 3 ქულის მოსაპოვებლად.“
„მასტანტუონო სულ რაღაც 18 წლის არის, მაგრამ საოცრად ვარჯიშობს და თამაშობს, ყველა გაკვირვებულია მისი სიმწიპით, ის არ გაურბის სირთულეებს და ყველაფრისთვის მზად არის. ვფიქრობ, არგენტინელს შეუძლია სათამაშო წუთების მიღება პამპლონელთა წინააღმდეგ.“
„ფუნდამენტური პრინციპები და იდეები ფეხბურთელებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე წარვუდგინე, ახლა კი კომპონენტების დახვეწის ეტაპზე ვართ. მივიჩნევ, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შეგვიძლია, საზომი ახლა არ არსებობს, ყველაფერს სასტარტო მატჩები გვიჩვენებს, ჩვენ კი მუშაობას გავაგრძელებთ.“
„სასტარტო თერთმეტეული? საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ სასტარტო იქნება ძალიან დინამიური, ფიზიკურად მზადმყოფი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული.“
„დაცვის მარჯვენა ფლანგზე ჩემს განკარგულებაში დანი კარვახალი და ტრენტ ალექსანდერ არნოლდი არიან. ეს მართლაც დიდი ფუფუნებაა და მივიჩნევ, რომ ორივე ძალიან გამოგავდგება. დანი უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და უკვე დინამიკაშია, ტრენტი კი კვლავ ადაპტაციის პროცესს გადის, ის კარგ ურთიერთობაშია ფეხბურთელებთან.“
„ლა ლიგის მატჩები მაიამიში? მთლიანად ვეთანხმები კლუბის პოზიციას. როდესაც ჩემპიონატი იწყება და განრიგი შედგენილია, კორექტირებები ერთსულოვანი უნდა იყოს.“
„ლამინ იამალი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, როგორც „ბარსელონასთვის“, ასევე ესპანეთის ნაკრებისთვის, მაგრამ მე არ მაინტერესებს ეს მოთამაშე, ის სხვა მწვრთნელს ეკუთვნის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იამალსაც და მის გუნდსაც დიდი კონკურენცია გავუწიოთ.“
„ვინისიუსი და მბაპე ბევრს მუშაობენ, მათ განსხვავებული დავალებები აქვთ, თუმცა უმთავრესი რა თქმა უნდა, შეტევითი პოტენციალის ზრდა და მრავალფეროვნებაა. ორივე მოთამაშეზე დიდ იმედებს ვამყარებ.“
„რას ვპირდები მადრიდელებს? მირჩევნია ნაკლები დაპირება გავცე და მეტი საქმე ვაკეთო, რომელიც შედეგს მოიტანს, ვიდრე პირიქით.“
„როდრიგო გოეშის ირგვლივ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, ფაქტი კი ის არის, რომ სამხრეთ-ამერიკელი გუნდში ინტენსიურად ვარჯიშობს და სეზონის დასაწყებად ემზადება.“
„დაცვითი კომპონენტის გაძლიერება გვმართებს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან როდესაც შეტევაში სისწრაფეს და მეტ კრეატივს ითხოვს, დაცვის მწყობრი თამაშის იმედი უნდა გქონდეს.“
- დღეს, 20:17
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.