მოურინიო პედრო ლეონს აიგნორებს !?
როგორც ესპანური პრესა იუწყება, პედრო ლეონი მოურინიოს იგნორირების ქვეშ მოექცა.
ყოველდღიური გამოშვება "marca" წერს, რომ მოურინიო პედრო ლეონს ყურადღებას არ აქცევს. მან არ ითამაშა ”ოსერთან” მატჩში, თუმცა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ესპანელი აუცილებლად დაიწყებდა სასტარტოში თამაშს. მის ამ მოქმედებას კრიტიკაც ხვდა წილად.
ამავე წყაროს მიხედვით მოურინიოს სურს, რომ პედრო ლეონი ათამაშოს ნებისმიერ მატჩში, მაგრამ მისი ადგილი პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდში ვერ გამონახა. საერთო ჯამში გამოდის, რომ ”ბლანკოსის” თავკაცი იგნორირებას უკეთებს ახალგაზრდა გარემარბს. გუშინ საღამაოს ანხელ ტორესმა მოურინიო გააკრიტიკა, რადგან პედროს ტრანსფერს ”რეალში” საფუძველი არ ჰქონდა.
ინფორმაციის წყარო: realmadridzone.com
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze
- 1 ოქტომბერი 2010
- 1 859
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.