ფორტეა მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს
ხესუს ფორტეა ძალიან პერსპექტიული მარჯვენა მცველია, რომელმაც „რეალის“ არაერთი ასაკობრივი ჯგუფი გამოიარა და ამ ზაფხულს უმაღლეს დონეზე, რომელიმე ჩემპიონატში გადასვლაც შეეძლო, თუმცა ესპანელი გუნდში დარჩა.
ფორტეას ახალ დანი კარვახალს უწოდებენ და ის ჩაბი ალონსოსაც ძალიან მოსწონს, თუმცა ამ ეტაპისთვის „რეალის“ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ტრენტ ალექსანდერ არნოლდი და კარვახალი არიან, სწორედ ამიტომ, ფორტეას შანსები მინიმალური იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ხესუსი მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშებს და გარკვეულ მატჩებში სათამაშო დროც მიეცემა, რათა ადაპტაცია გაიაროს.
ალონსო გრძელვადიან პერსპექტივაში კარვახალის ჩამნაცვლებლად და ტრენტის მთავარ კონკურენტად სწორედ ხესუსს ხედავს.
- 16 აგვისტო 2025
- 309
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.