მასტანტუონო:„როდესაც მუზეუმში შედიხარ, ხვდები, რომ ზღაპრულ გუნდში მოხვდი“
ფრანკო მასტანტუონომ „რეალის“ ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა.
„ეს დღეები ჩემთვის განსაკუთრებულია. ვერასდროს დავივიწყებ 14 აგვისტოს, რადგან ეს განსაკუთრებული დღეა, რომლითაც უნდა დავტკბე. მადრიდის „რეალში“ მოხვედრა დიდი გამართლებაა, წინ კი გამოწვევებით სავსე სეზონები გველის. ძალიან მოტივირებული ვარ და ვიცი, რომ ბევრი შემიძლია.“
„აქ მოსვლა და თეთრი მაისურის მორგება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია დიდი ისტორიით და ტრადიციებით.“
„როდესაც მუზეუმში შემოდიხარ, ხვდები, რომ საოცარ გუნდში მოხვდი, ეს გუნდი ყველასგან განსხვავდება.“
„მე-18 დაბადების დღე ცხოვრებაში საუკეთესო აღმოჩნდა.“
„ვეცდები, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი გავხდე. აქ არაერთი მეგავარსკვლავი თამაშობვს, რაც მიუთითებს დიდ კონკურენციაზეც, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვარ. აქ დიდი მიზნებით მოვედი.“
„ამოცანები, რომელიც შესასრულებელია, საჭიროებს სრულ კონცენტრაციას და პროფესიონალიზმს, ეს კი ჩემთვის დამატებითი გამოწვევაა.“
„ფლორენტინო პერესმა ზღაპრულად მიმიღო, ის ძალიან თბილი ადამიანი და შესანიშნავი პრეზიდენტია. ნუ დაგვავიწყდება, რომ პერესი სამეფო კლუბს ათწლეულების მართავს და არნახული შედეგები აქვს.“
„ალფრედო დი სტეფანო „რეალის“ ლეგენდაა, ის გახლავთ საოცარი პერსონა, რომელსაც სამეფო კლუბში უდიდეს პატივს სცემენ. დი სტეფანო მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი იყო, რომელიც არამხოლოდ არგენტინასა და ესპანეთში, არამედ მსოფლიოს ყველა წერტილში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.“
„„რეალში“ მოხვედრაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ეს ჩემი კლუბია, რომლისთვისაც ბოლომდე დავიხარჯები და ყველას ვაჩვენებ, რამდენად მიყვარს მადრიდი.“
„სანტიაგო ბერნაბეუ საოცარი სტადიონია. როდესაც მოედანზე შედიხარ, ხვდები, რომ რადიკალურად განსხვავებული გარემოა.“
- 16 აგვისტო 2025
- 278
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.