ფრან გარსიას მომავალი მაინც ეჭვქვეშ დგას

მიუხედავად იმისა, რომ ჩაბი ალონსო ალვარო კარერასის შემდეგ უპირატესობას ფრან გარსიას ანიჭებს და არა ფერლან მენდის, მადრიდის „რეალში“ ესპანელი განაპირა მცველის მომავალი გარანტირებული მაინც არ არის.

საქმე იმაშია, რომ ფლორენტინო პერესს ახალ სეზონში 3 მარცხენა მცველის ყოლა არ სურს და მიიჩნევს, რომ ეს სწორი ნაბიჯი არ იქნება.

ფერლანის გაყიდვა ფაქტობრივად წარმოუდგენელია, ვინაიდან მას ტრავმა აქვს, სწორედ ამიტომ, გუნდი გარსიას გაშვებაზე მაინც ფიქრობს.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემების ცნობით, თუ მსურველი კლუბები 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, „რეალი“ ფრანგს გაყიდის და კარერასის ალტერნატივად მენდის დატოვებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფრან გარსიას მიმართ ინტერესი სერია „ა“-ს და ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს აქვთ.


1

16 აგვისტო 2025 11:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 846

მოკლედ პირველი სამი ტური უნდა მოვიგოთ არანაირი მეტოქის დაუფასებლობა ჩემპიონობა თუ გვინდა ოსასუნასთან სახლში ოვიედოსთან გასვლა და მალორკასთან სახლში მაქსიმალური ქულები უნდა ავიღოთ სექტემბერში უკვე რთული თამაშები გვეწყება


2

16 აგვისტო 2025 13:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 521

რა ბედი აქვს მენდის ამ ჩემის ვალეტს???)))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (26)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)