მასტანტუონო:„ოცნების კლუბში მოვხვდი, აქაურობისთვის ყველაფერს გავიღებ“

ფრანკო მასტანტუონომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა.

„ყოველთვის ვოცნებობდი „რეალში“ თამაშზე და დღეს ამ ოცნების სრულყოფა მოხდა. ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ. მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ. ვხდები, რამხელა გამოწვევებს უნდა ვუპასუხო, თუმცა ამისთვის მზად ვარ.“

„არაერთი სატელეფონო საუბარი მქონდა ჩაბი ალონსოსთან, რის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ აქ უნდა მოვსულიყავი. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ეს საუბრები მნიშვნელოვანი იყო.“

„ჩემი თამაშის აღწერილობა? მე ვარ მარცხენა ფეხით მოთამაშე შემტევი, რომელსაც უყვარს სიტუაციის გამწვავება. სხვას ვერაფერს გეტყვით.“

„მსურს, რომ „რეალის“ ქომაგები ჩემით ძალიან კმაყოფილები იყვნენ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“

„ლეო მესიმ ბევრ არგენტინელს „ბარსელონა“ შეაყვარა, ის ჩემთვის საუკეთესოა, მე კი ვეცდები, თანამემამულეები სამეფო კლუბის გულშემატკივრები გავხადო და აქ დიდი ისტორია დავწერო.“

„ჯუდ ბელინგემს შევხვდი, მან შესანიშნავად მიმიღო. დარწმუნებული ვარ, თანაგუნდელებთან შეხვედრა ემოციური და სასიამოვნო იქნება.“

„„რივერ პლეიტი“ ძალიან დიდი კლუბია, საოცარი ისტორიით და ტრადიციებით. მადლობა ყველას, ვინც ამ ტრანსფერს ხელი შეუწყო.“

„30 ნომერი მე ვითხოვე, ვინაიდან სწორედ ამ ნომრით ვასპარეზობდი „რივერში“ და დიდ წარმატებას მივაღწიე. საბოლოოდ, ყველაფერი ასე გამოვიდა და მჯერა, რომ 30 იღბლიანი იქნება.“

„როგორც გითხარით, მარცხენა ფეხით ვთამაშობ. შესაბამისად, ყველაზე კარგად თავს შეტევის მარჯვენა ფლანგზე ვგრძნობ. იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი დამავალებს.“

„არაერთი შეტყობინება მივიღე, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი. ამ ეტაპზე შეუძლებელია, ყველას ტელეფონის საშუალებით გავცე პასუხი. ზოგადად, ვცდილობ, ტექნიკა არ გამოვიყენო.“

„ვოცნებობ, რომ ეს სეზონი „რეალში“ წარმატებული გამოდგეს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდე და არგენტინის ნაკრებს დავეხმარო.“

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი დაბადების დღე მექნებოდა. დღეს იუბილარი ვარ, საჩუქრად კი მადრიდის „რეალში“ თამაში მივიღე. ეს მართლაც საოცარი შეგრძენებაა.“

„„პსჟ“? შემიძლია გითხრათ, რომ ლუის ენრიკესთან საუბარი მქონდა, მაგრამ ჩემი ოცნება „რეალში“ თამაში იყო. პარიზულ კლუბს ევროპის სუპერთასის მოგებას ვულოცავ.“

„დი სტეფანოს თამაშის ყურება რა თქმა უნდა არ შემეძლო, რადგან 18 წლის ვარ. მე ვუყურებდი იგუაინისა და ანხელ დი მარიას მადრიდულ გამოსვლას და ვოცნებობდი თეთრი მაისურის ჩაცმაზე.“

„ევროპულ ფეხბურთთან ადაპტაცია მომიწევს. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ გამოწვევებისთვის მზად ვარ.“

„ჩემს ოჯახს უდიდესი როლი აქვს ნათამაშები და მსურს, რომ აქედანაც დიდი მადლობა ვუთხრა, როგორც დედას და მამას, ასევე სხვებს.“

„ჩოგბურთი ჩემი გატაცებაა. იყო პერიოდი, როდესაც ჩოგბურთელობაზე ვფიქრობდი, მაგრამ ფეხბურთი ავირჩიე და მივიჩნევ, რომ სწორად მოვიქეცი.“


1

14 აგვისტო 2025 17:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 124

წარმატებები , მარცხნიდან რო როდრიგო იდგეს და მარჯვნიდან ეს სასწაული შეტევა გვეყოლება, წინ მბაპე. ვინისიუსი გაყიდონ როდის მიხვდებიან ნეტა. ისე ნახ მცველს ვიძახით მარა თუ არ გავყიდეთ რონელიმე მოყვანა უაზრობაა, ჯუდი ვალვერდე უეჭველი სასტარტოსთვის არიან, სკამზე არცერთი განიხილება, დარჩა 1 ადგილი და მანდ ჩუამენის თუ გავყიდით ეგაა, სხვანაირად ბურთის გამნაწილებელი არ გვეყოლება. სისტემური ცვლილება თუ იქნაა ხო თუ არადა მოყვანის შანსი არაა ნახ მცველის. 


2

14 აგვისტო 2025 17:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 71

Ჩუამენი თუ გავყიდეთ ჩამშლელი არ გვეყოლება თან ახლა ჯუდი არ გვეყოლება და მაგის ადგილას უნდა მოვიყვანოთ ვინმე. Მე შტილერს დე ენცოს ვფიქრობ მაგრამ არ მგონია ბაბუმ ენცოში 130 მილიონი გადაიხადოს ამიტომ შტილერია ყველაზე კაი ვარიანტი


3

14 აგვისტო 2025 17:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 529

შტილერი კარგი ბიჭია, თან კროოსი უწევდა მაგას რეკომენდაციას და ძაან მოწონდა. სტილიც თითქოს ერთნაირი აქვს. მაგრამ ტრავმა რომ მიიღო იმის მერე დაზადნა პერესმა. თავიდან იყო ვარაუდი რომ 4-5 თვე გამოტოვებდა და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ერთ თვეს გამოტოვებდა მარტო. ეხლაც რომ იჩალიჩონ მაგაზე არ იქნება გვიან. ეს ენცო კიდე 130 მილიონი ნაღდად არ ღირს და მაგიტომ არ უნდა პერესს


4

14 აგვისტო 2025 18:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 589

მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესოაო სხვათაშორის

ჩრდილოთეკორეაა ადმინ? :DD


5

14 აგვისტო 2025 19:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 229
14 აგვისტო 2025 18:00, KingLeo10m says:

მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესოაო სხვათაშორის

ჩრდილოთეკორეაა ადმინ? :DD

?? კი მასე თქვა. სხვას ვერც იტყოდა ხო არ მოიტყუებოდა რონალდო არისო


6

14 აგვისტო 2025 20:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 589
14 აგვისტო 2025 19:12, Georgia12345 says:
14 აგვისტო 2025 18:00, KingLeo10m says:

მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესოაო სხვათაშორის

ჩრდილოთეკორეაა ადმინ? :DD

?? კი მასე თქვა. სხვას ვერც იტყოდა ხო არ მოიტყუებოდა რონალდო არისო

არჩევანზე არც გამიმახვილებია ყურადღება, ადმინმა მაგის გარდა ყველაფერი რომ დაწერა მაგაზე გამეცინა


7

14 აგვისტო 2025 21:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6

pepsi? 


8

14 აგვისტო 2025 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 124

შტილერი დავითრიოთ , კონატეც და ვსიო. ალაბა გასაყიდია და მე თუ მკითხავთ კამავინგაც. 


9

14 აგვისტო 2025 22:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 496

შტილერს ვინც ითხოვთ რატომღაც დარწმუნებული ვარ გადაბმულად ორი თამაში არ გექნებათ ნანახი,უბრალოდ კროოსის სიტყვებს ენდობით)) და იმას არავინ უყურებს ხაბის რა უნდა და შტილერი რატომღაც გერმ ნაკრებში გამოძახებულიც არაა)) მაგრამ რეალის დონე ყოფილა თურმე შტილერი და ჩუამენი არა)))


10

14 აგვისტო 2025 22:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 7
14 აგვისტო 2025 17:02, PAQSO says:
ვალვერდე

რეალს მანამ არ ეშველება არაფერი სანამ ეს ძირითადის ფეხბურთელად განიხილება


11

14 აგვისტო 2025 22:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 127
14 აგვისტო 2025 22:05, Judjud says:
14 აგვისტო 2025 17:02, PAQSO says:
ვალვერდე

რეალს მანამ არ ეშველება არაფერი სანამ ეს ძირითადის ფეხბურთელად განიხილება

Rat? Yvelaze mebrdzoli gundsi valverdea


12

14 აგვისტო 2025 23:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 111

ვალვერდე არის პრობლემა? ?? 

რა სასაცილოა პირდაპირ. ყველა გუნდის სასტარტოში რომ უპრობლემოდ იქნებოდა ისეთი კალიბრის მოთამაშეა. 


13

15 აგვისტო 2025 00:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 124

ვალვერდე ზოგადად 4-3-3 ტაქტიკის მოთამაშე არაა, ზედგამოჭრილი 4-4-2ში რო უნდა იდგეს ისეთია, სხვათაშორის ანჩელოტი ბენზემას დროს ვალვერდეს აყენებდა მარჯვენა ვინგერად და არა როდრიგოს სასტარტოში. ლივერთან ფინალშიც მარჯვნიდან ვალვერდე იდგა და გოლის ეპიზოდშიც გამოირჩა. მებრძოლია ბევრს დარბის და ამით მის გამსხვავებულ პოზიციას ფარავს. ვალვერდეს გამო ტაქტიკის შეცვლაც ღირს იმდენად კარგია მარჯვნიდან და მუშაა, თან დირკა არნოლდს დაცვაში მიეხმარება. ამ ეტაპზე 4-4-2 წყობა ყველაზე ოპტიმალური მგონია. ამ ჩუამენის შეუკიკინა ძან თორე დალშე რიგზეა ყველაფეეი


14

15 აგვისტო 2025 07:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 7

რაც რეალის ძირითადის მოთამაშე გახდა ვალვერდე, იმის შემდგომ რეალის ცენტრი დომინანტი არ ყოფილა არასოდეს. კი მებრძოლია და ბოლომდე იხარჯება მოედანზე, მაგრამ ასე ვასკესი აკეთებდა, მთავარი რაც არის ის არ აქვს და ეს არის ცენტრში სათამაშო ინტელექტი. გაიქეცი და დაარტყი ან ჩააწოდე ამით ცენტრს ვერ მოიგებს ვერასოდეს და ვერც ვიგებთ. 1.6 იანი ვიტინია დაუდგება რეალს და მარტო უჭერს ცენტრს მარტივად რომ ვთქვათ


15

15 აგვისტო 2025 14:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 111

ხოდა მაგ ვიტინიას რეალი დაითრევს შემდეგ წელს ? 2026 წელს გამისასყიდი აქვს 90 მილიონი :))


16

15 აგვისტო 2025 15:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 71
14 აგვისტო 2025 22:01, REZY says:

შტილერს ვინც ითხოვთ რატომღაც დარწმუნებული ვარ გადაბმულად ორი თამაში არ გექნებათ ნანახი,უბრალოდ კროოსის სიტყვებს ენდობით)) და იმას არავინ უყურებს ხაბის რა უნდა და შტილერი რატომღაც გერმ ნაკრებში გამოძახებულიც არაა)) მაგრამ რეალის დონე ყოფილა თურმე შტილერი და ჩუამენი არა)))

Გადამბულად 2 იც მაქ ნანახი და 45 იც


ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ფერანი 2
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (26)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)