პერესი:„„რეალმა“ დაიმატა მსოფლიოს გამორჩეული ტალანტი“
ფლორენტინო პერესი ფრანკო მასტანტუონოს წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.
„ჩვენ კარგად ვიცით რას ნიშნავს მადრიდის „რეალი“ მილიონობით ადამიანისთვის, თანაც მსოფლიოს ყველა წერტილში. სწორედ ამიტომ, ვალდებულები ვართ, ვიზრუნოთ ამ გუნდსა და გერბზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ ახალი ერა ჩაბი ალონსოსთან ერთად.“
„დღევანდელი დღე ნამდვილად განსაკუთრებულია, ვინაიდან უნდა წარმოგიდგინოთ მსოფლიო დონის ტალანტი, ფრანკო მასტანტუონო, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ყველას აჩვენა, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.“
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო „რივერ პლეიტს“. ეს გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულია, რომელმაც მსოფლიოს არაერთი უმაღლესი კლასის მოთამაშე აღუზარდა. ჩვენ არგენტინელებთან შესანიშნავ ურთიერთობაში ვართ.“
„ფრანკო დღეს მადრიდისტაა და ის ამაზე ოცნებობდა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდები, მას ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ. გვჯერა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი წლების მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწევს სამეფო კლუბთან ერთად.“
„ფრანკო, დიდი მადლობა, რომ აირჩიე მადრიდის „რეალი“. ეს მაისური მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრება.“
- 14 აგვისტო 2025
- 1 880
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.