ალონსომ გუნდში დასვენების დღე გამოაცხადა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს არ ივარჯიშებენ. ჩაბი ალონსოს გადაწყვეტილებით, მოთამაშეებს მცირე დასვენების უფლება მიეცათ.
გუნდი შეკრებას ხვალიდან განაახლებს. სესია ბასკმა სპეციალისტმა მადრიდული დროით 10:30 საათზე ჩანიშნა.
აღსანიშნავია, რომ ხვალინდელ შეკრებას უკვე დაესწრება ფრანკო მასტანტუონო, რომელსაც ფლორენტინო პერესი დღეს წარადგენს.
- 14 აგვისტო 2025
- 250
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.