ვინის აგენტთან კიდევ ერთი შეხვედრა ჩაინიშნა
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „რეალის“ გენერალურმა დირექტორმა ვინისიუს ჟუნიორის აგენტთან შეხვედრა გამართა.
ეს იყო მეორე შეხვედრა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 20 აგვისტომდე მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.
ეჭვი არავის ეპარება, რომ ხანგრძლივი საუბრები ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
„მარკას“ ინფორმაციით, „რეალის“ შეთავაზებაში ცვლილება არ განხორციელებულა, ვადა კი კვლავ 2030 წლის 30 ივნისამდეა განსაზღვრული.
ასევე ცნობილია, რომ ვინის საბოლოო პასუხის თქმა აგვისტოს ბოლომდე მოუწევს.
- 14 აგვისტო 2025
- 716
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.