ალონსოს მიმართვა მბაპეს - „ეს შენი საქმე აღარ არის“
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსომ კილიან მბაპეს კონკრეტული დავალებები მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ კილიანი უნივერსალია და არაერთი ფუნქციის შესრულება შეუძლია, ჩაბის მისგან კონკრეტული შედეგების მიღება სურს.
არსებული ინფორმაციით, ბასკმა სპეციალისტმა მბაპეს დაავალა, რომ მთელი კონცენტრაცია გოლების გატანაზე გააკეთოს და საგოლე გადაცემებზე აღარ იფიქროს. ეს მისი საქმე აღარ არის.
მბაპეს მიეცემა სრული თავისუფლება და იმოძრავებს თავდასხმის ყველა მხარეს, თუმცა მთავარი დავალება განსხვავებულია, ის უნდა იქცეოდეს ისე, როგორც ფორვარდი და არა პასის მიმცემი ნახევარმცველი.
- 14 აგვისტო 2025
- 6 016
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.