„ლივერპულმა“ კონატეს ახალი კონტრაქტი კიდევ ერთხელ შესთავაზა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპულმა„ იბრაჰიმა კონატეს ახალი კონტრაქტი კიდევ ერთხელ შესთავაზა.
ეს არის ბოლო მოცემულობა, სადაც გათვალისწინებულია ხელფასის გაუმჯობესებაც.
თუ იბუ მერსისაიდელთა წინადადებას უარყოფს, არნე სლოტის გუნდი მას გაყიდის და დიდი ალბათობით, საქმეში ჩაერთვება ფლორენტინო პერესიც.
„ლივერპულმა“ იცის, რომ ფასის შემცირება მნიშვნელოვნად მოუწევს, ვინაიდან კონატეს მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება და შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს „ენფილდს“.
მადრიდული გამოცემები ვარაუდობენ, რომ „რეალის„ შეთავაზება 20-22 მილიონი ევროს ფარგლებში იმერყევებს.
- 14 აგვისტო 2025
- 269
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.