არბელოას პრესკონფერენცია

მადრიდის რეალის მცველმა ალვარო არბელოამ ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.

- რა სჭირდება გუნდს, რომ საბოლოოდ შეთამაშდეს?

- ჩვენ იდეალურ ფორმაში ნამდვილად არ ვართ და ბევრი რამ კვლავ დასახვეწი გვაქვს, ასე რომ მუშაობას ვაგრძელებთ ყოველ პრობლემაზე.

- მადრიდის რეალი რჩება დაუმარცხებელი, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში ასევე ევრო სარბიელზე.

- ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ფსიქოლოგიურ უპირატესობას ვეუფლებით, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს. ახლა მთავარია გამოვასწოროთ თამაშის ხარისხი.

- ხომ არ ნერვიულობთ იმ ფაქტზე, რომ გუნდი ძალიან ბევრ საგოლე მომენტს "ანიავებს"?

- თავდამსხმელებს ბევრი საგოლე მომენტი ექმნებათ, თუმცა მათ ბედი არ წყალობს. რეალში ძალიან მაღალი დონის ფორვარდები ირიცხებიან და დარწმუნებული ვარ სეზონის ბოლოს მათ უამრავი ბურთი ექნებათ გატანილი.

- როგორ ფიქრობთ, დეპორტივოსთან მაინც მოახერხებთ ბევრი გოლის გატანას?

- ვიმედოვნებ. როგორც წესი ბერნაბეუზე უამრავი საგოლე მომენტი გვექმნება, ჯერი თავდამსხმელებზეა.

- შენ ადრე დეპორტივოში ასპარეზობდი, ალბათ ძალიან განსაკუთრებული შეხვედრა გელით ყოფილ კლუბთან.

- რა თქმა უნდა. მე იქ მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ვასპარეზობდი, თუმცა ამ კლუბის მიმართ დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი.

- რას ელოდებით მოწინააღმდეგეებისაგან?

- დეპორტივო ახლა არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ ქულების დაგროვება, ამიტომ მათგან თავდაუზოგავ ბრძოლას ველი, ეს კი ყოველთვის სახიფათოა.

- რას ეტყვით გულშემატკივრებს, რომლებსაც იმედი გაუცრუვდათ სამეფო კლუბის მიერ ცუდად ჩატარებული მატჩების შემდეგ?

- მოვუწოდებ მათ შეავსონ ბერნაბეუს ტრიბუნები, რადგან ვეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ თეთრი მაისურისათვის და დარწმუნებული ვარ, მატჩიდან-მატჩამდე მოვუმატებთ თამაშის ხარისხს.

- მადრიდის რეალის კარი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ აიღეს. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილებები?

- ეს ყველაფერი მოურინოს დამსახურებაა, მისი წყალობით გუნდი უფრო შეთამაშდა დაცვაში და ნაკლებ შეცდომას უშვებს.

- როგორ დაახასიათებდით მოურინიოს?

- ის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერია და იცის როგორ უნდა მიაღწიოს წარმატებას.

- კარვალიოს ტრანსფერმა რა გავლენა იქონია დაცვის ხაზზე?

- იგი ძალიან გამოცდილია და მრავალი წლის განმავლობაში ასპარეზობდა უმაღლეს დონეზე, მადრიდის რეალსაც შესანიშნავად მოერგო და თავისი გამოცდილების წყალობით დიდ სამუშაოს ასრულებს დაცვის ცენტრში.

- მადრიდის რეალის დანარჩენ ახალწვეულებზე რას ფიქრობთ?

- ისინი ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც დიდი მომავალი აქვთ სამეფო კლუბთან ერთად. დარწმუნებული ვარ ისინი ფანების სიყვარულს მალევე დაიმსახურებენ თავიანთი ბრწყინვალე თამაშით.

- თქვენ შეგიძლიათ დაცვის ცენტრში და ფლანგზე თამაში. რომელ პოზიციას ანიჭებთ უპირატესობას?

- ნომინალურად ფლანგზე მოთამაშე მცველი ვარ და რა თქმა უნდა აქ უფრო კომფორტულდ ვგრძნობ თავს, თან ამ პოზიციაზე ბავშვობიდან ვასპარეზობ, თუმცა მას შემდეგ რაც დაცვის ცენტრში ვითამაშე მომეწონა ეს პოზიცია და ვფიქრობ არც აქ ვირჯები ურიგოდ.

- თქვენ მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილი ხართ და ალბათ გახარებთ ის ფაქტი, რომ ჟოზე კანტერას წევრებს უცხადებს ნდობას, არა?

- მწვრთნელისათვის აკადემია დასაყრდენს უნდა წარმოადგენდეს, მითუმეტეს მადრიდის რეალს შესანიშნავი ფეხბურთელები ყავს სარეზერვო გუნდში. რაც ყველაზე მნიშნველოვანია მწვრთნელის ნდობა მათ შემართებაზე დადებითად მოქმედებს და უფრო მეტად ირჯებიან, რაც მათივე წარმატებისთვის არის უკეთესი.

- რა არის იმ ფეხბურთელის მოტივაცია, რომელსაც ყველაფერი აქვს მოგებული ეროვნულ ნაკრებთან ერთად?

- როდესაც რამეს მოიგებ, გიჩნდება სურვილი კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიო. ახლა მსურს მოვიგო ყველაფერი მადრიდის რეალთან ერთად.

- რა სათაურს შეუსაბამებდით იმ ფილმს, რომელიც ჟოზე მოურინიოს რეალში ყოფნის ეპოქას ასახავს?

- არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს ფილმი Happy End-ით დასრულდება!

  • SunSay
  • 30 სექტემბერი 2010
  • 2 576
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)