დღის გეგმა ცნობილია - ჩაბიმ ვარჯიში ჩანიშნა
მაშ ასე, მადრიდის „რეალი“ დღეს არ დაისვენებს და „ოსასუნასთან“ დაპირისპირებისთვის მზადებას დაიწყებს.
„მერენგები“ თბილისის დროით 14:30 საათზე შეიკრიბებიან და ვარჯიშს გამართავენ.
გუნდი ავსტრიიდან გუშინ ღამე დაბრუნდა, შესაბამისად, ალონსომ სესია შედარებით გვიან ჩანიშნა, რასაც შედარებით ნორმალურმა მეტეოროლოგიურმა პირობებმაც შეუწყო ხელი. მადრიდში დღეს ისე არ ცხელა, როგორც ეს ტრადიციულად ხდება ხოლმე.
დღეიდან 19 აგვისტომდე ალონსოს გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ივარჯიშებს.
- გუშინ, 12:19
- 348
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.