მილიტაო:„გუნდი ალონსოს მოთხოვნებთან კარგად ადაპტირდება“
ედერ მილიტაომ ავსტრიული ვოიაჟი შეაფასა.
„გუნდი ალონსოს მოთხოვნებთან კარგად ადაპტირდება. ჩვენ მოგვიწევს მუდმივი მოძრაობა და ინტენსიური თამაში, სწორედ ეს არის ესპანელი სპეციალისტის მოთხოვნა და მიდგომა.“
„მიხარია, რომ 4 გოლის გატანა შევძელით. ვფიქრობ, სანახაობრივი შეხვედრა გამოდგა.“
„ახლა აღარაფერი მაწუხებს, არც დინამიკის პრობლემა მაქვს და მივიჩნევ, რომ ახალ სეზონში ძალიან კარგ მატჩებს ჩავატარებ. ორი უმძიმესი ტრავმა გადავიტანე, ეს მარტივი არ იყო.“
„ლა ლიგის პირველ ტურამდე სულ რაღაც 1 კვირაა დარჩენილი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გამოწვევების მისაღებად.“
- 13 აგვისტო 2025
- 841
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.