კარერასი:„სულ მალე სეზონს ვიწყებთ, კიდევ უნდა მოვუმატოთ“
ალვარო კარერასმა „ტიროლის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა ავსტრიაში დამაჯერებლად იმარჯვა და მეც გავედი მოედანზე. სეზონის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ჩვენ კი უნდა მოვუმატოთ და ვეცადოთ, რომ საუკეთესო კონდიციაში შევიდეთ.“
„ამ მაისურის კიდევ ერთხელ ჩაცმა ემოციური იყო, „რეალი“ ჩემთვის ყველაფერია.“
„როდესაც მბაპე შენი თანაგუნდელია, ამოცანები მარტივდება. ფრანგი საოცრად მანევრირებს, ძალიან სწრაფია და ყოველთვის ცდილობს გოლის გატანას. ის ამ საღამოს მართლაც გამორჩეული იყო.“
„ჩვენ ვეჩვევით და კარგად ვიაზრებთ იმას, რასაც მწვრთნელი ითხოვს. პირველ ტურამდე სულ ცოტა დრო რჩება და მეტი კონცენტრაცია გვჭირდება.“
- 13 აგვისტო 2025
- 711
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.