ენდრიკი ვინგერობასაც მოსინჯავს

ენდრიკ ფელიპეს 9 ნომერი და გონსალო გარსიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ორივე მოთამაშე გუნდში რჩება.

ზემოხსნეებული ფეხბურთელების გარდა გუნდში იქნებიან მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო გოეში და მასტანტუონო, ეს კი ნამდვილად საჭიროზე მეტი რესურსია.

„მარკას“ ინფორმაციით, როდრიგო გოეშის გაყიდვა გადაწყვეტილია, ხოლო ენდრიკი ვინგერად თამაშსაც მოსინჯავს.

როგორც მოგეხსენებათ, ფელიპე მარცხენა ფეხს იყენებს, ალონსოს აზრით კი მარჯვენა შემტევის პოზიციაზე სწორედ იმ მოთამაშეებმა უნდა ითამაშონ, რომლებიც მარცხენა ფეხს იყენებენ.

როდრიგო მემარჯვენეა, მასტანტუონო და ენდრიკი კი მარცხენა ფეხს იყენებენ.

მადრიდული გამოცემების ცნობით, ენდრიკის დაბრუნების შემდეგ, ალონსო მას სხვა პოზიციებზე აუცილებლად მოსინჯავს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (154)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)