მილიტაო საოცარ კონდიციაშია
ედერ მილიტაო საოცარ კონდიციაშია, რასაც მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბი ხაზს უსვამს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ორი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოწოდების სიმაღლეზე ბრუნდება.
ედერი ყოველდღიურ რეჟიმში დიდ დატვირთვებს იღებს, ის საკმაოდ ეფექტური იყო „ლეგანესის“ წინააღმდეგ ტესტ მატჩშიც.
ალონსო მილიტაოს გამოყენებას ავსტრიაშიც აპირებს და მიიჩნევს, რომ ლა ლიგის პირველი ტურისთვის ყველაზე კარგად მზად სწორედ სამხრეთ-ამერიკელი უკანახაზელი იქნება.
- 11 აგვისტო 2025
- 722
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.