ენდრიკს წასვლა არ სურს
მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ გონსალო გარსიას ახალ კონტრაქტს უფორმებს და ჩაბი ალონსო მასზე დიდ იმედებს ამყარებს, ენდრიკ ფელიპეს წასვლა არ სურს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი კონკურენციისთვის მზად არის და მიიჩნევს, რომ მას აქვს შესაბამისი კლასი.
ფელიპეს აზრით, ახლა ბერნაბეუზე დარჩენის და ბრძოლის დროა, ეს კი იმ ფონზე ხდება, რომ გუნდს წინა ხაზში მბაპე, ვინისიუსი, როდრიგო, ბრაჰიმ დიასი, მასტანტუონო და გონსალო ჰყავს.
Cadena Ser-ის ცნობით, ენდრიკი ფაქტობრივად უშანსოდ არის დარჩენილი და ამას თვითონაც ხვდება.
„რეალს“ 3 კვირა აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ იდეალური გამოსავალი იპოვოს და ფელიპესთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღოს.
- 7 აგვისტო 2025
- 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.