„რეალის“ ფეხბურთელი მამარდაშვილთან „ლივერპულში“? - გეგმა მზად არის!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპულმა შესაძლოა დარვინ ნუნიესი გაყიდოს. ურუგვაელი ფეხბურთელი სიმონე ინძაგის ძალიან მოსწონს და „ალ ჰილალში“ ეპატიჟება.
ინგლისური კლუბი საუდის არაბეთის მხარესთან ინტენსიურ კავშირზეა და შეთანხმებაც ახლოს არის. თუ თავად ფეხბურთელი გადაწყვეტილებას დაადასტურებს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
ეს შეთანხმება „ლივერპულს“ დიდ ფინანსურ რესურსს მისცემს, რომელიც მაღალი ალბათობით როდრიგო გოეშის „ენფილდზე“ ჩაყვანას მოხმარდება.
თუ ნუნიესი წავა, „ლივერპული“ მინიმუმ 65 მილიონ ევროს მიიღებს, როდრიგოს ტრანსფერისთვის კი მხოლოდ 35 მილიონის დამატება მოუწევს.
ბრიტანელთა ცნობით, კვირის ბოლომდე ნუნიესთან დაკავშირებით სრულფასოვანი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
- 6 აგვისტო 2025
- 3 471
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.