ჩაბი ალონსომ „რეალში“ ახალი წესები შემოიღო
მაშ ასე, ჩაბი ალონსო პრე-სეზონს ახალი წესებით იწყებს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გავრცელდება.
კარლო ანჩელოტის მმართველობის პერიოდში, ფეხბურთელები ვარჯიშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ცხადდებოდნენ ბაზაზე და ემზადებოდნენ სესიის დასაწყებად.
ჩაბი ალონსომ წესი შეცვალა და ფეხბურთელები დაავალდებულა, რომ ვარჯიშის დაწყებამდე 1 საათით ადრე გამოცხადდნენ ბაზაზე.
ესპანელის აზრით, ეს არის დრო, რომელიც მოთამაშეებს სრულად მოსამზადებლად სჭირდებათ, რაც ასევე ხელს შეუწყობს ვარჯიშის ზუსტ დროს დაწყებას.
ასევე ცნობილია, რომ თუ მოთამაშე საკუთარი სურვილით უფრო ადრე გამოცხადდება ბაზაზე, მხოლოდ ისეთ დატვირთვას მიიღებს, რომელიც დიდ ენერგიას არ მოითხოვს, რათა ხელი არ შეეშალოს ვარჯიშის გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
- გუშინ, 12:58
- 1 122
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.