აბდულა ოზანი მადრიდშია

ბოლო 2 თვეში ახალგაზრდა ტალანტ აბდულა ოზანთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.

„აიაქსის“ 16 წლის ტალანტი, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ, ახლა მადრიდში იმყოფებოდა.

ჯერ კიდევ ივლისის პირველ კვირაში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, აბდულა „რეალს“ შეუთანხმდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა და ტესტირებაც აჩვენა შედეგები, რომელიც მის განვითარებას შეუშლიდა ხელს.

ამის შემდეგ დაინიშნა ახალი შემოწმება, რომელიც ოზანმა უკვე წარმატებით გაიარა და „რეალმაც“ მოლაპარაკებები განაახლა.

ყოველივე ზემოხსენებულის პარალელურად გააქტიურდნენ „მილანი“ და მანჩესტერ „იუნაიტედი“, რომლებმაც ასევე დაიწყეს ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოება.

დღევანდელი ინფორმაციით, ოზანი კვლავ „მერენგების“ რადარზეა და სამეფო კლუბის წარმომადგენლებთან აწარმოებს შეხვედრებს.

აბდულა მოედნის ცენტრში თამაშობს, ის საოცარი ბურთის ფლობით, მანევრით და ტექნიკით გამოირჩევა.

ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (167)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)