გონსალო გარსიას პრემიერლიგის 3 კლუბი ეპატიჟება
გონსალო გარსიას მიმართ ინტერესი იმატებს. ფაქტია, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ეფექტურმა გამოსვლამ მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა.
ამ ეტაპისთვის სამეფო კლუბს ინგლისის პრემიერლიგიდან 3 წინადადება აქვს, მაგრამ თავად ფეხბურთელის ოცნება „მერენგების“ რიგებში დარჩენაა.
არჩევანი ენდრიკ ფელიპესა და გონსალოს შორის კეთდება. ორივე გუნდში ნამდვილად ვერ დარჩება, ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობს.
ჩაბის აზრით, წინა ხაზში მასტანტუონოს დამატების შემდეგ, რესურსი საჭიროზე მეტი იქნება.
4 აგვისტოს „რეალი“ პრე-სეზონს დაიწყებს და მაღალი ალბათობით, ალონსოც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ესპანურ-ბრაზილიურ დუეტში არჩევანს გააკეთებს.
- გუშინ, 11:19
- 514
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.