ფრან გარსია:„„რეალის“ დატოვება ჩემს გეგმებში არ შედის“
ფრან გარსიამ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„გასული სეზონი ძალიან დამღლელი იყო. ახლა ვცდილობ აღვიდგინო ძალები და გავძლიერდე, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.“
„ჩაბი ალონსო სწრაფ ტემპს ითხოვს, ეს ჩვენთვის უკვე არ არის ახალი და მივიჩნევ, რომ შესანიშნავი მიდგომაა.“
„მადრიდული მომავალი? კლუბის დატოვება ჩემს გეგმებში არ შედის. რა იწერება პრესის ფურცლებზე არ მაინტერესებს, როგორც გითხარით, ენთუზიაზმით სავსე ვარ.“
„პრე-სეზონის პირველი კვირა ყოველთვის რთულია. დარწმუნებული ვარ, 4 აგვისტოდან ინტენსიური ვარჯიშების ჩატარება მოგვიწევს, ჩვენ მოსამზადებლად მცირე დრო გვექნება.“
- გუშინ, 17:29
- 298
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.